ხუციშვილის თქმით, მებაჟე-ოფიცრებს სანქციების გვერდის ავლის 1 770 მცდელობა აქვთ აღკვეთილი

გამოქვეყნდა:

ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი ამბობს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყების დღეებიდანვე, შემოსავლების სამსახურში შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც მუდმივ რეჟიმში მონიტორინგს უწევს სანქცირებული ტვირთებისა და პირების საკითხს საქონლის საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის გავლით გადაადგილებისას.

მისივე თქმით, მებაჟე-ოფიცრებს სანქციების გვერდის ავლით საქართველოში ტვირთის შემოტანის ასეულობით მცდელობა აქვთ აღკვეთილი. 

"სანქციების შემოღების შემდეგ, საქართველოს საბაჟო საზღვრებიდან გაბრუნებისა და საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე დაფიქსირებული გვაქვს უარის თქმის 1 770 შემთხვევა. დღეისათვის აქტიურია 36 საოპერაციო რისკის პროფილი, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ახდენს სანქცირების შესახებ მონაცემთა იდენტიფიცირებას და დამატებითი რისკ-ფაქტორების გამოვლენის ინიცირებას. ჩვენი საბაჟო სამსახურების მუშაობა ამ მიმართულებით, აღიარებულია ყველა პარტნიორი ქვეყნის მიერ უმაღლეს დონეზე", - განაცხადა ხუციშვილმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე.

მან მადლობა გადაუხადა სტრატეგიულ პარტნიორებს საბაჟო ორგანოების აღჭურვისა და ინსტიტუციური შესაძლებლობის განვითარების მიმართულებით გაწეული მხარდაჭერისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი