ხმაური და დაპირისპირება იყო პარლამენტში. ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ "ქართული ოცნების" აპარატის თანამშრომლები. საუბარია მამუკა მდინარაძის თანაშემწესა და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მრჩეველზე.
აღსანიშნავია, რომ მდინარაძის თანაშემწე, არჩილ გორდულაძე ამავდროულად თბილისის საკრებულოს დეპუტატია "ქარული ოცნებიდან".
პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ პაპუაშვილის მრჩეველი, ალბერტი ბოგვერაძე, საქმიანობის პარალელურად ბიზნესსაქმიანობას ეწევა.
რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ დაპირისპირება საკანონდებლო ორგანოს სამზარეულოში დაიწყო, კონფლიქტის განეიტრალებას მანდატურები და სახელმწიფო დაცვის წარმომადგენლებიც ჩაერთნენ.
როგორც თვითმხილველები ყვებიან, ერთ-ერთმა პირმა ჩხუბში ცივი იარაღის გამოყენებაც სცადა.
"მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი პარლამენტში დეტალების დაზუსტებას ცდილობს.