"ბიძინას შევაგინე ტელევიზიით, მაგრამ იქ პოლიციელებისთვის არ შემიგინებია" | ირაკლი კაკაბაძის სასამართლო სხდომა გადაიდო

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლებისას დაკავებული მწერლის, ირაკლი კაკაბაძის სხდომა გადაიდო. შემდეგი პროცესი 9 თებერვალს ჩაინიშნა.

სხდომაზე დღეს მხოლოდ ბრალდების მხარის ერთი მოწმე პოლიციელი გამოიკითხა. სამართალდამცავი ამბობდა, რომ კაკაბაძის დაკავების მიზეზი გინება იყო. თუმცა სხდომაზე არც რაიმე ტიპის მტკიცებულებები წარმოდგენილა და არც სამხრე კამერის ჩანაწერები.

კაკაბაძე და მისი ადვოკატი გურამ იმნაძე ამბობენ, რომ ამ პოლიციელს დაკავების პროცესში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია. მათი თქმით, მისი მოწმის სახით დაკითხვა არარელევანტური იყო.

"ეს ადამიანი, რომელმაც მე დამაკავა, აქ არ იყო. აი, ეს არის მთავარი დამნაშავე ჩემს დაკავებაში და ეს კაცი უნდა დაისაჯოს ადამიანის დაკავებისას წამებაზე. ეს კაცი არ იყო მოწმე. მოიყვანეს 2 მოწმე, რომელიც ჩემთან ერთად კახეთის გზატკეცილზე იჯდა, რომლებიც კარგი ბიჭები არიან და იმათ დააბრალეს პრაქტიკულად ჩემი წამება და დაკავება. რატომ არ აქვთ გადაღებული სამხრე კამერებით, არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. უბრალოდ თქვეს, რომ კაკაბაძე გამოვიდა და თქვა თქვენი დედას შევე*ი. მე ვუთხარი, ეს ბიძინას რომ შევაგინე, იქიდან მოგაქვთ-მეთქი მის ჩმორებს და ა.შ. ბიძინას ჩმორებს და ბიძინას შევაგინე, რა თქმა უნდა, ტელევიზიით, ამაზე პასუხისმგებელი ვარ, მაგრამ იქ მე პოლიციელებისთვის არ შემიგინებია", - ამბობს კაკაბაძე.

ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი