ბაჩალიაშვილის საქმე - ომბუდსმენი შოთაძესთან შეხვედრას ითხოვს

გამოქვეყნდა:

ომბუდსმენი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის შესწავლის პროცესში ჩაერთვება. ნინო ლომჯარია გენერალურ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს. განცხადება ლომჯარიამ ბაჩალიაშვილების ოჯახთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. 

მისი თქმით, მთავარი შეკითხვა ბაჩალიაშვილის კუთვნილ მეხსიერების ბარათს უკავშირდება, რომელიც გარდაცვლილის მანქანაში არ აღმოჩნდა. 

არის გარკვეული გარემოებები, რაზეც მნიშვნელოვანი იქნება, რომ ჩვენი მხრიდანაც გამახვილდეს ყურადღება. განსაკუთრებით იგივე მეხსიერების ბარათთან დაკავშირებით გარემოება, როდესაც ოჯახი აცხადებს, რომ მათ გადასცეს მეხსიერების ბარათი გამოძიებას და შემდეგ უკვე, როგორც ვიცით აღარ ფიქსირდება გამოძიების მასალებში. ასევე გარკვეული ჩვენებები და განცხადებები სავარაუდოდ გამომძიებელთა მიერ ოჯახის წევრებთან გაკეთებული, რომლებიც შემდგომ უარყვეს, ამიტომ ამ გარემოებებს ვფიქრობთ, რომ სჭირდება დამატებით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება" - ამბობს ლომჯარია.

შეგახსენებთ, რომ მეხსიერების ბარათი, რომელიც შესაძლოა ბაჩალიაშვილის საქმეში  გამოძიებისთვის მთავარი მტკიცებულება ყოფილიყო, ადვოკატის ინფორმაციით,  საქმიდან საბოლოოდ გაქრა. პროგრამისტის პირადი ნივთი ვერც ავტომობილში ნახეს, ბაჩალიაშვილის მამა დარწმუნებულია რომ მეხსიერების ბარათი, გამოძიების პირველ ეტაპზე ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციამ გააქრო. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი