ხელჩართული ჩხუბი პარლამენტში - ამჯერად ფიზიკური დაპირისპირება თანაგუნდელებს შორის მოხდა. პარლამენტის თავმჯდომარის და ქართული ოცნების ფრაქციის ლიდერის თანაშემწეები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ჩხუბი პარლამენტის სასადილოში დაიწყო და იმდენად მძაფრი იყო, რომ მოჩხუბრების გასაშველებლად საქმეში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიც კი ჩაერთო. ამ დროისთვის კონფლიქტი ამოწურულია. პარლამენტის აპარატმა მოკვლევაც კი დაიწყო დეტალების დასადგენად.
მომხდარზე განმარტებები არც პაპუაშვილს და არც მდინარაძეს გაუკეთებიათ.