დანით შეიარაღებული ახალგაზრდა მამაკაცი სენაკში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიჭრა. დანის მუქარით ის თანხას ითხოვდა და 900 ევროს წაღება მოახერხა, თუმცა პოლიციამ ის მალევე დააკავა და გატაცებული თანხაც და დანაც ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ავტორი: ემა გოგოხია