ჰააგის სასამართლო სამხრეთ აფრიკის მოთხოვნას ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე, არ დაეთანხმა

გამოქვეყნდა:

ჰააგის სასამართლო სამხრეთ აფრიკის მოთხოვნას, ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ არ დაეთანხმა. ამის შესახებ ბი-ბი-სი იუწყება. ამასთან, სასამართლოს 17 მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ დიდი უმრავლესობით დაადგინა, რომ, სხვა ზომებთან ერთად, ისრაელმა ყველაფერი უნდა გააკეთოს და  დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს, რომ მისმა ძალებმა არ ჩაიდინონ გენოციდის კონვენციით გათვალისწინებული რომელიმე ქმედება. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ისრაელმა ასევე უნდა მიიღოს სასწრაფო ზომები ღაზაში ჰუმანიტარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი