
სოფელ ყარაფილასთან ოკუპანტების მორიგ გააქტიურებას და ხნულების გავლებას, სუს-ი განცხადებით ეხმაურება. უწყების ინფორმაციით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილას მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტი. აღნიშნულთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
აღნიშნული წარმოადგენს მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯს, რაც არსებით საფრთხეს უქმნის უსაფრთხოების გარემოს.
ინფორმაცია საოკუპაციო ძალების მორიგი უკანონო ქმედების თაობაზე ეცნობება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს - ამბობენ სუს-ში
სოფელ ყარაფილასთან რუსმა ოკუპანტებმა ცოტა ხნის წინ ე.წ. ხნულები გაავლეს. შესაბამისი ტექნიკა ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდა. ფაქტის ამსახველ ვიდეოკადრებს ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშია" ავრცელებს.