რუსეთის მიერ გაშვებული ყველა "შაჰიდი" ჩამოვაგდეთ | უკრაინის საჰაერო ძალები

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას 4 "შაჰიდის" ტიპის დრონით შეუტია. უწყების თქმით, უკრაინელებმა ოთხივე მათგანი გაანადგურეს. 

"2024 წლის 27 იანვრის ღამეს მტერმა უკრაინას სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით (პრიმორსკო-ახტარსკიდან ) "შაჰიდის" ტიპის 4 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია. ოთხივე მათგანი განადგურდა კიროვოგრადის ოლქში," - ნათქვამია საჰაერო ძალების განცხადებაში.

მათივე ცნობით, ოკუპანტებმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან, როსტოვიდან დონეცკის ოლქში "ისკანდერის" ტიპის რაკეტა გაისროლეს. წინასწარი მონაცემებით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი