შოლცი ბაიდენს შეხვდება, რათა უკრაინის დახმარების საკითხი განიხილონ | Bloomberg

გამოქვეყნდა:

გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდება, რათა უკრაინის დახმარების საკითხი განიხილონ. შეხვედრა თეთრ სახლში, სავარაუდოდ, თებერვლის პირველ ნახევარში შედგება.

"გერმანიის კანცლერი თებერვლის პირველ ნახევარში ვაშინგტონს ეწვევა, სადაც ის აშშ-ის პრეზიდენტს შეხვდება. ორივე ქვეყნის ლიდერი ცდილობს, უკრაინას დამატებითი მხარდაჭერა გაუწიოს,"  - წერს Bloomberg.

მანამდე, შოლცმა ევროპის ქვეყნებს უკრაინაში იარაღის მიწოდების გაზრდისკენ მოუწოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი