უკრაინული მედიის ცნობით, ერთ დღეში რუსმა ოკუპანტებმა დონეცკისა და ხერსონის ოლქებში 2 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, ერთი კი დაჭრეს.
როგორც ხერსონის სამხედრო ადმინისტრაცია ამბობს, რუსებმა მათ ოლქს 85-ჯერ შეუტიეს.
"მტერმა 85-ჯერ შეუტია ხერსონის ოლქს ნაღმმტყორცნებით, არტილერიით, საზენიტო იარაღით, ტანკებით და უპილოტო საფრენი აპარატებით. დაშავდა ერთი ადამიანი, დაზიანდა ხერსონის სასწავლო დაწესებულება," - ნათქვამია განცხადებაში.
დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციაში კი ამბობენ, რომ 26 იანვარს რუსებმა დონეცკის ოლქის 2 მცხოვრები სერებრიანკასა და კრასნოხორივკაში მოკლეს.