დაკავებულ პოლიციელებს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, თაღლითობასა და ქრთამის აღებას ედავებიან | სასამართლო იწყება

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში წყნეთის პოლიციის უფროსისა და მისი მოადგილის სასამართლო პროცესი ცოტა ხანში დაიწყება.

არსებული ინფორმაციით, ბრალდების მხარე ითხოვს, რომ ორივე პოლიციელი, რომელიც უკვე სასამართლოში იმყოფება, პატიმრობაში დარჩნენ. თუმცა, რა შუამდგომლობა ექნება დაკავებულთა ადვოკატებს, უცნობია.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ამირან ნაჭყებიას სახელმწიფო ბრალდება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და თაღლითობას ედავება. დიმიტრი ქვაჭრელიშვილს კი, რომელიც არაერთ გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს, ბრალად უფლებამოსილების გადამეტება და დიდი ოდენობით ქრთამის აღება ედება.

შეგახსენებთ, რომ პოლიციის 2 მაღალჩინოსნის დაკავების შესახებ ინფორმაცია "მთავარმა არხმა" გუშინ, 27 სექტემბერს გაავრცელა. ერთ-ერთი ვერსიით, სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების გარეშე, საცხოვრებელ სახლში ჩაატარეს ჩხრეკა და სწორედ ამ მოქალაქისგან აიღო წყნეთის პოლიციის უფროსმა 3 500 აშშ დოლარი.

ასევე ნახეთ:

ქალების მარში თბილისში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი