ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი ხარკოვში იმყოფებოდა

გამოქვეყნდა:

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი ხარკოვში იმყოფებოდა. უკრაინაში ვიზიტის ამსახველ ფოტომასალას ის სოციალურ ქსელ X-ზე აქვეყნებს და წერს:

მე აქ, ხარკოვში ვიმყოფები მათთან, ვინც დემოკრატიის ფრონტის წინა ხაზზე ცხოვრობს, ვინც ჩვენს საერთო მტერს უპირისპირდება და ვინც ჩვენს საერთო ღირებულებებს იცავს. თუ გვინდა ევროპაში მშვიდობას მივაღწიოთ, ეს [დემოკრატიის] ხაზი, რომელსაც ისინი იცავენ, არ უნდა დაირღვეს." წერს ის.

ლანდსბერგისმა მოინახულა სკოლა, რომელიც მუდმივი რუსული დაბომბვების გამო თავშესაფარშია მოწყობილი. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი