ბათუმში, საკონდიტრო "დონას" მფლობელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
კვლევის შედეგები "მთავარი არხისთვის" ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
ბათუმში მდებარე საკონდიტროში, რომელსაც ყოველდღიურად ასობით მომხმარებელი ჰყავს, კორონავირუსი უკვე ორ თანამშრომელს დაუდასტურდა.
თანამშრომლების ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.
საკონდიტრო მაღაზიას მუშაობა 14 სექტემბრამდე აქვს შეწყვეტილი და თანამშრომლების ნაწილი თვითიზოლაციაში იმყოფება.