"რუსეთის მიერ გაშვებული 8 დრონიდან 4 ჩამოვაგდეთ" | უკრაინის საჰაერო ძალები

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის მიმართულებით 8 "შაჰიდის" ტიპის დრონი გაუშვა. უწყება ამბობს, რომ მათ 4 დრონი ჩამოაგდეს. 

"28 იანვრის ღამეს მტერმა უკრაინას შეუტია 8 "შაჰიდის" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით, სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით. ვორონეჟიდან პოლტავის რეგიონს კი ორი "ისკანდერის" ტიპის რაკეტით...საჰაერო ძალების მობილურმა ჯგუფებმა გაანადგურეს მტრის 8 უპილოტო საფრენი აპარატიდან 4, რომლებიც მტერმა გამოიყენა წინა ხაზზე შეტევისთვის," - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის საჰაერო ძალები ასევე ამბობენ, რომ ოკუპანტები თავს დაესხნენ პოლტავის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში სამოქალაქო  და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს. წინასწარი მონაცემებით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი