რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა | მათგან ერთი ბავშვია

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა ღამით დონეცკის ოლქის ქალაქი მირნოგრადი დაბომბეს, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა. მათ შორის, ერთი 15 წლის ბავშვია. 

როგორც დონეცკის საოლქო პროკურატურა წერს, დაზიანდა 14 მრავალბინიანი კორპუსი, სასწავლო დაწესებულება და 9 მანქანა.

"01:30 საათზე რუსეთის ჯარებმა სარაკეტო იერიში განახორციელეს მირნოგრადის საცხოვრებელ ზონაზე. საკუთარ სახლებში ყოფნისას 15 წლის ბიჭმა და 35 წლის კაცმა დაზიანებები, ჭრილობები და სისხლჩაქცევები მიიღეს. მათ მეზობელს კი ექიმებმა თავის ტვინის დაზიანება დაუდგინეს," - ნათქვამია პროკურატურის განცადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი