რუანდაში სამგზავრო გემი ჩაიძირა | დაიღუპა სულ მცირე 14 ადამიანი, არიან დაკარგულებიც

გამოქვეყნდა:

აღმოსავლეთ რუანდაში სამგზავრო გემი ჩაიძირა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაიღუპა, დაკარგულად ითვლება ერთი. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, შემთხვევა რვამაგანას რაიონში პარასკევს საღამოს მოხდა.

არსებული ინფორმაციით, გემი ძლიერი ქარის გამო ამობრუნდა, გემიდან 31 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. ბორტზე ძირითადად ნგომას რაიონში მოსავლის აღებიდან უკან წამოსული ფერმერები იმყოფებოდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი