EU-ს წარმომადგენელს დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებამ სამუშაო ვიზიტით ჩასვლაზე უარი უთხრა

გამოქვეყნდა:

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებამ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ტოივო კლაარის, სამუშაო ვიზიტით ჩასვლაზე უარი უთხრეს. ამის შესახებ განცხადებას თავად დიპლომატი ავრცელებს. 

მისი თქმით, 2017 წლიდან ის არაერთხელ ეწვია ოკუპირებულ აფხაზეთს, თუმცა მსგავსი პრობლემები აქამდე არასდროს ჰქონია.

კლაარი ასევე ამბობს, რომ EU არა მხოლოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს თბილისსა და სოხუმს შორის დიალოგის ხელშეწყობაში, არამედ აფინანსებს მრავალ პროგრამას აფხაზეთის ჯანდაცვის, განათლების, კულტურისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში.

"ჩემი მანდატის განხორციელების ფარგლებში, 2024 წლის იანვრის ბოლოს ვაპირებდი აფხაზეთში ვიზიტს. სამწუხაროდ, მითხრეს, რომ ეს შეუძლებელია. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში უკვე მეორედ მივიღეთ ასეთი პასუხი. დღეს მივედით ისეთ სიტუაციამდე, როცა აფხაზეთი თითქოს იკეტება. არ მესმის, როგორ ემსახურება ეს მოვლენები ვინმეს ინტერესებს, განსაკუთრებით აფხაზეთის მოსახლეობის. აფხაზეთის ღიაობა უკრაინაში რუსეთის ომს არ უნდა შეეწიროს. ევროკავშირი ხელს უწყობს ან აფინანსებს მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ პროგრამებს აფხაზეთში ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში. ზოგიერთ ძირითად საკითხზე უთანხმოების მიუხედავად, ყოველთვის იყო შესაძლებელი კომუნიკაციის არხების გახსნა. ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ის ახლა გაქრება," - აცხადებს კლაარი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი