
იორდანიაში დრონის თავდასხმის შედეგად, დაშავებული ამერიკელი ჯარისკაცების რიცხვი 34-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ოფიციალური პირები ავრცელებენ. ისინი თავდასხმას ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფებებს უკავშირებენ და ამბობენ, რომ ირანმა ამის გამო პასუხი უნდა აგოს.
"ამ თავდასხმებზე ერთადერთი პასუხი უნდა იყოს დამანგრეველი სამხედრო შურისძიება ირანის ტერორისტული ძალების წინააღმდეგ, როგორც ირანში, ასევე ახლო აღმოსავლეთში", - განაცხადა რესპუბლიკელმა სენატორმა, ტომ კოტონიმ.
ნევადის დემოკრატი სენატორის, ჯეკ როზენის თქმით, ირანს ამ ფაქტთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა უნდა მოეთხოვოს. კიდევ ერთმა რესპუბლიკელმა სენატორმა რიკ სკოტიმ კი განაცხადა, რომ "ირანმა უხეშად ეჭვქვეშ დააყენა აშშ-ის სიძლიერე და რომ ეს უნდა დასრულდეს".
"ირანელმა ტერორისტმა მარიონეტებმა გადაკვეთეს წითელი ხაზი აშშ-ის 3 მამაცი სამხედრო მოსამსახურის მკვლელობითა და ათეულების დაჭრით", - ამბობს რესპუბლიკელი სენატორი, დენ სალივანი.