"ყველა დამნაშავე პასუხს აგებს იმ დროსა და იმ ფორმით, რომელსაც ჩვენ შევარჩევთ" | ბაიდენი იორდანიაში მომხდარზე

გამოქვეყნდა:

"ყველა დამნაშავე პასუხს აგებს იმ დროსა და იმ ფორმით, რომელსაც ჩვენ შევარჩევთ", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა იორდანიაში, სირიის საზღვართან ახლოს, დრონის თავდასხმასთან დაკავშირებით ისაუბრა, რომლის შედეგადაც 3 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა, 30-ზე მეტი კი დაშავდა. 

"ჩვენს ძალებზე დრონის თავდასხმის დროს, რომლებიც ჩრდილო-აღმოსავლეთ იორდანიაში, სირიის საზღვართან ახლოსაა განლაგებული, სამი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ბევრი დაშავდა. მე და ჯილი ვუერთდებით ჩვენი დაღუპულების ოჯახებსა და მეგობრებს ამ საზიზღარი და სრულიად უსამართლო თავდასხმისა და მეომრების დაკარგვის გამო მწუხარებაში. ეჭვი არ შეგეპაროთ: ყველა დამნაშავე პასუხს აგებს იმ დროსა და იმ ფორმით, რომელსაც ჩვენ შევარჩევთ", - განაცხადა ბაიდენმა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი