"ლელო საქართველოსთვის" დღეს პარლამენტში, "ქართული ოცნების" სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მონაწიელობას არ იღებს. ანა ნაცვლიშვილმა საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტია ხვალ წარადგენს 9 დათქმის შესრულებასთან დაკავშირებით მათ გეგმას.
მისივე თქმით, ახლა არ არის იმიტირებული პროცესების და კომისიების დრო.
"ლელოს მზად აქვს გეგმა, როგორ შევასრულებთ ევრორეკომენდაციის ცხრავე პუნქტს, უნაკლოდ, ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთ წელში. ამ გეგმას ჩვენ გავასაჯაროებთ და წარმოგიდგენთ ხვალ პარლამენტში, 15:00 საათზე და ყველას გიწვევთ. "ქართულმა ოცნებამ" 18 თვე დახარჯა არა ევროპული რეფორმების გატარებაში, არამედ ევროპის საწინააღმდეგო დეზინფორმაციულ კამპანიაში. მათი მიზანი და ამოცანა არასდროს ყოფილა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, რადგან "ქართული ოცნება" ემსახურება რუსეთს, ლელო ემსახურება საქართველოს", - თქვა ანა ნაცვლიშვილმა.