გავრცელებული ინფორმაციით, ღარიბაშვილს გადააყენებენ, პრემიერი კი კობახიძე გახდება

გამოქვეყნდა:

მოსალოდნელი საკადრო ცვლილებები "ქართულ ოცნებაში"  - გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ მინისტრის თანამდებობიდან ირაკლი ღარიბაშვილს გადააყენებენ. მის ნაცვლად კი, ირაკლი კობახიძეს დანიშნავენ. 

თავდაცვის მინისტრის პოსტზე "ოცნება" ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურას განიხილავს. საკადრო ცვლილები იგეგმება საგარეო საქმეთა, იუსტიციისა  და ჯანდაცვის სამინისტროებშიც.

პარტიის თავმჯდომარის პოსტზე, ერთ-ერთი ვერსიით, ირაკლი ღარიბაშვილს მოიაზრებენ, მეორე ვერსიით ეს თანამდებობა შესაძლოა ბიძინა ივანიშვილის შვილმა - უტა ივანიშვილმა დაიკავოს.

ოპოზიციაში დარწმუნებულნი არიან,  რომ ცვლილებები მმართველ გუნდში ფორმალური იქნება და ბიძინა ივანიშვილი ეცდება თანამდებობებზე მისი ნდობით აღჭურვილი პირები დანიშნოს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი