უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამით რუსების მიერ გაშვებული 8 "შაჰიდიდან" რვავე ჩამოაგდეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ 29 იანვრის ღამეს რუსეტმა 8 "შაჰიდის" ტიპის დრონი გაუშვა, საჰაერო თავდაცვამ კი ყველა მათგანი გაანადგურა. 

უპილოტო საფრენი აპარატები განადგურდა ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, ხმელნიცკის და რივნეს რეგიონებში.

გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, რომ მტერმა რუსეთის ფედერაციის ვორონეჟის ოლქიდან ერთი "ისკანდერ-М" რაკეტა გაუშვა, ასევე, ოკუპირებული დონეცკის რეგიონიდან სამი С-300-ის ტიპის რაკეტა. უწყებას არ დაუკონკრეტებია რა შედეგები მოჰყვა სარაკეტო თავდასხმას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი