
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა, რომ სტამბოლში, ეკლესიაზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით 47 ადამიანი, მათ შორის 2 თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავეს. მისი თქმით, რეიდები სტამბოლის მასშტაბით 30-ზე მეტ ადგილას ჩატარდა.
შს მინისტრი ამბობს, რომ დაკავებულები სავარაუდოდ, "ისლამურ სახელმწიფოსთან" არიან დაკავშირებულები.
"ორივე ეჭვმიტანილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ერთი მათგანი ტაჯიკეთიდანაა, მეორე კი რუსია. ჩვენ შეფასებით, ისინი "ისლამურ სახელმწიფოსთან" დაკავშირებულები არიან," - თქვა მან.
მანამდე კი კათოლიკურ ეკლესიაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. მათ Telegram-ზე გაავრცელეს განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ თავდასხმა იყო პასუხი დაჯგუფების ლიდერების მოწოდებაზე, ებრაელები და ქრისტიანები მიზანში ამოიღონ.
ასევე ნახეთ: