"სანამ თქვენ იარსებებთ, მეც ვიარსებებ" | წულუკიანი შესაძლო საკადრო ცვლილებებზე

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ინფორმაციით, მთავრობაში 6 მინისტრის შეცვლა იგეგმება. საკადრო ცვლილებები შეეხება საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროებს, არსებული ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის - ჯუანშერ ბურჭულაძის პოსტზე ირაკლი ჩიქოვანი განიხილება. პოზიციის შესაცვლელად ემზადება კულტურის მინისტრი თეა წულუკიანიც. 

გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, პოზიციებს გაცვლიან ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე.

ჩვენი ინფორმაციით, პარასკევს კულტურის მინისტრი თანამშრომლებს დაემშვიდობა და მათ უთხრა, რომ საარჩევნო წელია და ის უფრო აქტიური უნდა იყოს კამპანიის პროცესში.

დღეს წულუკიანმა "მთავარი არხის" ჟურნალისტს აღნიშნულთან დაკავშირებით ასე უპასუხა:

"არა, სანამ თქვენ იარსებებთ, მეც ვიარსებებ".

ერთ-ერთი ვერსიით, საჯარო პოლიტიკურ ველზე გამოსაჩენად ემზადება უტა ივანიშვილი, ასევე, შესაძლოა სუს-ის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმაც დატოვოს თანამდებობა.

"ქართულ ოცნებაში" გავრცელებული ინფორმაცია უარყვეს. იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი