ჯერ კიდევ მოქმედი პრემიერი ღარიბაშვილი დღეს, 17 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგს გამართავს. მოსალოდნელია, რომ სამთავრობო ცვლილებებზე გააკეთებს განცხადებას.
შეგახსენებთ, უკვე ფაქტობრივად დადასტურებულია, რომ პრემიერის თანამდებობაზე მას "ოცნების" თავმჯდომარე კობახიძე შეცვლის, კობახიძის ადგილს კი ღარიბაშვილი დაიკავებს.
ბრიფინგამდე კი ღარიბაშვილმა დღეს სავარაუდოდ მისი ბოლო მთავრობის სხდომა ჩაატარა, რომელიც მედიისთვის დახურული იყო და მისი დასრულების შემდეგ, არც მინისტრებს გაუკეთებიათ განცხადებები ჟურნალისტებთან.