რუსმა ოკუპანტებმა ნიკოპოლი არტილერიით დაბომბეს | დაშავდა 2 ადამიანი

გამოქვეყნდა:

უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქი ნიკოპოლი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაშავდა. მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

"რუსებმა ნიკოპოლს არტილერიით დაარტყეს. დაშავდა ორი ახალგაზრდა, 19 და 21 წლის. ერთ-ერთ დაშავებულს მკურნალობას სახლში გაუწევენ. მეორეს მდგომარეობა მძიმეა. მას ჭრილობები თავისა და გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. ამ დროისთვის ექიმები დაშავებულებს ყველა საჭირო დახმარებას უწევენ," - წერს დნეპროპეტროვსკის ოლქის ხელმძღვანელი Telegram-ზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი