მნიშვნელოვანია, რომ შემდეგმა პრემიერმა დროულად წარადგინოს თავისი გუნდი და ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ გაკეთებულ განცხადებაში, თუმცა არ დაუსახელებია, ვინ შეცვლის მას. ღარიბაშვილმა არც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:
"არ დაგიმალავთ, რომ პოლიტსაბჭოში განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ ზაფხულამდე, საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე დავრჩენილიყავი, თუმცა ვარჩიე, ახლა მიმეღო ეს გადაწყვეტილება. მნიშვნელოვანია, რომ შემდეგმა პრემიერმა დროულად წარადგინოს თავისი გუნდი და ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა. მე წარმატებებს ვუსურვებ ახალ პრემიერმინისტრს" თქვა ღარიბაშვილმა.
არსებული ინფორმაციით, პრემიერი ირაკლი კობახიძე ხდება. თავად ღარიბაშვილი კი "ოცნების" თავმჯდომარედ გადადის.
იხილეთ ასევე: