
ევროკავშირმა რუსეთის 4 მოქალაქეს და ერთ-ერთ რუსულ ორგანიზაციას, რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, დამატებითი სანქციები დაუწესა.
"ევროკავშირი კატეგორიულად გმობს შემზღუდავი კანონმდებლობის მკაცრ გაფართოებას და სისტემატურ რეპრესიებს სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველების წინააღმდეგ რუსეთში, ასევე დამოუკიდებელი მედიის, ცალკეული ჟურნალისტების, პოლიტიკური ოპოზიციის წევრების და სხვა კრიტიკული ხმების მიმდინარე ჩახშობას", - ნათქვამია ანგარიშში.
სანქციების სიაში შედის სამი პირი, რომლებიც მუშაობენ რუსეთის სასამართლო სისტემაში და პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევაზე, მათ შორის თვითნებურ დაპატიმრებებზე და დაკავებებზე, განსაკუთრებით რუსი ოპოზიციის ლიდერის ვოლოდიმირ კარა-მურზას საქმესთან დაკავშირებით.
ასევე დასანქცირდა "უსაფრთხო ინტერნეტ ლიგა" , რომელიც ეხმარება რუსეთის მთავრობას ცენზურაში. სანქცირებულთა სიაში მოხვდა, ორგანიზაცია "უსაფრთხო ინტერნეტ ლიგის" ხელმძღვანელი, ეკატერინა მიზულინას, რომელიც პასუხისმგებელია აზროვნების თავისუფლების სერიოზულ და სისტემატურ დარღვევაზე.
როგორც უკრაინული მედია წერს, "უსაფრთხო ინტერნეტის ლიგა" შეიქმნა რუსეთის ფედერაციაში ინტერნეტის ცენზურის მიზნით. უკრაინაში სრულმასშტაბიანი შემჭრის დაწყებიდან, რუსეთის ხელისუფლება დევნიდა რუსეთის მოქალაქეებს ომის საწინააღმდეგო პოზიცის გამო.