მედია: კარა-მურზას ადგილსამყოფელი უცნობია

გამოქვეყნდა:

რუსი დისიდენტის, ვლადიმირ კარა-მურზას ცოლის თქმით, მისი ქმარი გაურკვეველ ადგილას გადაიყვანეს. ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ კარა-მურზა სექტემბრიდან ციმბირის სასჯელაღსრულების კოლონაში იმყოფებოდა. 

ევგენია კარა-მურზას ინფორმაციით, პატიმარს ორჯერ მოწამვლის გამო ნერვული აშლილობა ჰქონდა, რის გამოც ის ოთხი თვის განმავლობაში სამარტოო საკანში, ომსკის მკაცრი რეჟიმის IK-6 კოლონიაში, იმყოფებოდა. 

შეგახსენებთ, რომ დისიდენტს 25-წლიანი პატიმრობა გასული წლის აპრილში, ღალატისა და უკრაინაში რუსეთის ომის შესახებ "ცრუ ინფორმაციის" გავრცელებისთვის მიუსაჯეს. მან ბრალდებები უარყო და პროცესი 1930-იანი წლების სტალინურ საჩვენებელ სასამართლო პროცესებს შეადარა.

კარა-მურზა, რომელსაც რუსული და ბრიტანული პასპორტები აქვს, ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან გამოჩენილ ოპოზიციურ ფიგურას შორის, რომელიც რუსეთში დარჩა და განაგრძო პუტინის წინააღმდეგ მოძრაობა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში მისი შეჭრის შემდეგ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი