ისრაელი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლებაზე ახალ ზავს დათანხმდა

გამოქვეყნდა:

ისრაელი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლებაზე ახალ ზავს დათანხმდა. პროექტი "ჰამასს" დღეს წარედგინება. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ისრაელის, აშშ-ის, ეგვიპტისა და კატარის წარმომადგენლები ახალი ზავის საფუძველზე ღაზის სექტორიდან მძევლების ეტაპობრივ გათავისუფლებაზე შეთანხმდნენ. ეს გულისხმობს საომარი მოქმედებების შეჩერებას და ტყვეთა გაცვლას. გამოცემის ცნობით, პირველ ეტაპზე საომარი მოქმედებები დაახლოებით 30 დღით შეწყდება.

აღნიშნული დროის განმავლობაში, "ჰამასი" ქალებს, მოხუცებსა და დაჭრილ მძევლებს გაათავისუფლებს. ამ დროში, მხარეები მეორე ფაზის დეტალებს შეიმუშავებენ, რომლებიც საომარ მოქმედებებს ისრაელის ჯარისკაცებისა და მამაკაცი სამოქალაქო პირების გასაცვლელად კიდევ დაახლოებით 30 დღით შეაჩერებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი