აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ლოიდ ოსტინი პენტაგონში სამუშაოდ დაბრუნდა

გამოქვეყნდა:

"თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი დღეს პენტაგონში სამუშაოდ დაბრუნდა", - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ 15 იანვარს, უოლტერ რიდის ეროვნული სამხედრო სამედიცინო ცენტრიდან გაწერის შემდეგ, მინისტრი მოვალეობას სახლიდან ასრულებდა.

ცნობისთვის, 5 იანვარს პენტაგონის სპიკერმა, გენერალმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა, რომ ლოიდ ოსტინი მცირე გეგმური სამედიცინო პროცედურის შემდგომი გართულებების გამო, 1 იანვარს უოლტერ რიდის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. მანამდე კი ოსტინის ჰოსპიტალიზაციის შესახებ ცნობები მედიაში გავრცელდა. მოგვიანებით პენტაგონმა გამოაცხადა, რომ მინისტრი პროსტატის კიბოს მკურნალობას გადიოდა, რომელიც ადრეულ ეტაპზე გამოვლინდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი