ოლიგარქის წმენდა და ღარიბაშვილის მეორედ დამშვიდობება | "ოცნების" მთავრობას, სავარაუდოდ, კობახიძე უხელმძღვანელებს

გამოქვეყნდა:

ბიძინა ივანიშვილის დაანონსებული ცვლილებები ძალაში შედის. ოლიგარქმა საკუთარ გარემოცვაში წმენდა დაიწყო. პირველი, ვისაც "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ხისტი გადაწყვეტილება შეეხო, ისევ ირაკლი ღარიბაშვილია. პრემიერმინისტრი მთავრობის მეთაურის სავარძელს დაემშვიდობა. ღარიბაშვილმა განაცხადება კვლავ თავად გააკეთა, თუმცა, როგორც ჩანს, ამჯერად ის უკვე ინფორმირებული იყო პოსტიდან გადაყენების შესახებ.

მაგრამ ღარიბაშვილი შორს არ მიდის - ის პარტიის ლიდერის პოსტს დაიკავებს. თვად ოლიგარქის ახალი ფავორიტი კი ირაკლი კობახიძია. სწორედ ის ჩაიბარებს მთავრობის მეთაურის თანამდებობას. და თანაც საკუთარი გუნდით - უკვე ცნობილია იმ მინისტრების ჩამონათვალი, რომლებიც სავარაუდოდ დაემშვიდობებიან სავარძლებს და ადგილს კობახიძის გუნდის წევრებს დაუთმობენ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი