ჩარტერი, ტყე მეუღლისთვის, ძვირფასი საათები და უძრავი ქონება | ღარიბაშვილის კორუფციული სკანდალები

გამოქვეყნდა:

ირაკლი ღარიბაშვილი "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში ყველაზე ხანგრძლივად იკავებდა მთავრობის მეთაურის თანამდებობას, მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელი არაერთ კორუფციულ სკანდალს უკავშირდება. ქვეყნის ჩრდილოვან მმართველთან ახლო კავშირები მას მოქმედების სრულ თავისუფლებას აძლევდა. სწორედ პრემიერობის პერიოდში შეიძინა ღარიბაშვილმა არაერთი უძრავი ქონება, მეუღლეს ტყე აჩუქა, კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა მისი და ნუნუ თამაზაშვილის გარდერობი და ძვირადღირებული საათების კოლექცია და ეს ყველაფერი მთავრობის მეთაურის 42 ათასლარიანი წლიური შემოსავლით. ყველაზე ხამურიანი კი მაინც ჩარტერის სკანდალი იყო, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილმა შვილი პენსილვანიის უნივერსიტეტში ჩააცილა.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი