"ბიძინამ ვინც არ უნდა დანიშნოს პრემიერ-მინისტრად, “ოცნების” რუსული ხელისუფლების ჩაძირულ გემს ვერ გადაარჩენს" | მამუკა ხაზარაძე

გამოქვეყნდა:

"ბიძინამ ვინც არ უნდა დანიშნოს პრემიერ-მინისტრად, “ოცნების” რუსული ხელისუფლების ჩაძირულ გემს ვერ გადაარჩენს", - ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს და ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ეხმაურება.

ბიძინამ ვინც არ უნდა დანიშნოს პრემიერ-მინისტრად, “ოცნების” რუსული ხელისუფლების ჩაძირულ გემს ვერ გადაარჩენს.

ღარიბაშვილი კორუფციული გარიგებების გამო, ბრალდებულის სკამზე უნდა იჯდეს და არა პარტიის თავჯდომარის.

ბიძინამ დაადასტურა, რომ კორუფციის, ნეპოტიზმის და წარუმატებელი მართვის მთავარი ფიგურაა. აქამდეც და ახლაც ის იღებდა ყველა გადაწყვეტილებას.

"ოცნებამ" იცის, რომ მისი დღეები დათვლილია. საზოგადოებას რეალური ცვლელებები სურს. რუსული ინტერესების მსახურებაში მყოფ ხელისუფლებას მალე გაუშვებს ქართველი ხალხი.

"ლელო" ემსახურება საქართველოს. გამარჯვებამდე დარჩა 39 კვირა!, - წერს ხაზარაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი