საკადრო ცვლილებები შსს-ში | "მთავარი არხის" ინფორმაციით, შიდა დაპირისპირება და კადრების ჩანაცვლება გოგა რაზმაძის საჯარო განცხადებების შემდეგ დაიწყო

გამოქვეყნდა:

ცვლილებებია შინაგან საქმეთა სამინისტროში. ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ჩამოაქვეითეს და "ქართული ოცნების" კლანის ერთგული კადრით ჩაანაცვლეს. გიორგი ოსაძემ დეპარტამენტის კურატორისა და მინისტრის მოადგილის რისხვა იმის გამო დაიმსახურა, რომ ის ვეღარ აკონტროლებდა ვითარებას და უწყებიდან წასულმა თანამშრომლება სისტემა ამხილეს.

წყარო შინაგან საქმეთა სამინისტროდან "მთავარ არხს" უყვება, რომ შიდა დაპირიპირების მიზეზი სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის გოგა რაზმაძის განცხადებება გახდა, სადაც ის ღაიდ საუბრობდა ზეწოლის შესახებ, რომელსაც გომელაურის უწყების თანამშრომლები ზემდგომებისგან თავისუფალი და კრიტიკული აზრის გამოთქმის გამო განიცდიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი