პირველი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დღეს პარლამენტში გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების გარეშე ჩატარდა. "ქართულმა ოცნებამ" გახსნით შეხვედრაზე არ მიიწვია საია, საერთაშორისო გამჭვირვალობა, ისფედი და ის ორგანიზაციები, რომლებიც დასავლეთში დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ.
"ქართული ოცნება" თავს იმით იმართლებს, რომ ისინი აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმის წევრები არ არიან. საპარლამენტო ოპოზიციიდან ერთადერთი პარტია, რომელიც სამუშაო ჯგუფებში არ ჩაერთვება, "ლელოა." დღეს დახურულ კარს მიღმა რამდენიმე საათის განმავლობაში განიხილავდნენ, როგორ უნდა შესრულდეს ევროკომისიის 9 დათქმა, რომ საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების ეტაპზე გადავიდეს.