
სასამართლომ ალენ დელონს ქონების განკარგვა აუკრძალა. საქმე სპეციალურმა სამეურვეო სასამართლომ განიხილა, რომელსაც მსახიობის ქალიშვილმა და ადვოკატებმა მიმართეს.
მედიის ცნობით, დელონი არ იქნება შეზღუდული მარტივი ოპერაციებში, თუმცა დიდ გადაწყვეტილებებს, როგორიც პირადი ქონების გაყიდვა ან გასხვისებაა, ვერ მიიღებს. ოპერაციებს ჩაიბარებს სპეციალურად დანიშნული მრჩეველი, რომელსაც დელონისთვის სამედიცინო პროცედურები და ექიმების შერჩევა ეხება.
მსახიობის ვაჟიშვილები ანუშკა დელონს მამაზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. ისინი მამის სამკურნალოდ საფრანგეთში გადაყვანას ითხოვენ, ამჟამად დელონი ქალიშვილთან ერთად შვეიცარიაში იმყოფება.
ცნობისთვის, ცოტა ხნით ადრე მსახიობის ვაჟმა, ანტონი დელონმა საკუთარ დას, ანუშკას სასამართლოში უჩივლა. მისი თქმით, დამ მამის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაუმალა. მოგვიანებით, თავად მსახიობმა პირადი ინფორმაციის ნებართვის გარეშე გასაჯაროების ფაქტზე ვაჟს თავად უჩივლა.