
იორდანიის საზღვარზე მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ აშშ აცხადებს, რომ საპასუხო რეაქცია ხისტი იქნება. დრონებით შეტევა გუშინ დილით მოხდა, რის შედეგადაც სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და 34 დაშავდა. დღეს თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ერაყში მოქმედმა ისლამისტურმა დაჯგუფებამ აიღო. ვაშინგტონი მომხდარში ირანს ადანაშაულებს, თუმცა ოფიციალური თეირანი აცხადებს, რომ თავდასხმასთან საერთო არაფერი აქვს. ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ მომხდარს უპასუხოდ არ დატოვებს.
ავტორი: რამაზ ხატიაშვილი