რუსეთის თავდაცვა აცხადებს, რომ 21 უპილოტო საფრენი აპარატით შეტევა იყო რამდენიმე ოლქზე

გამოქვეყნდა:

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ყირიმის მმართველად დანიშნული მიხაილ რაზვოჟაევი ამბობს, რომ ყირიმში საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა. მისი განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს უპილოტო საფრენი აპარატი ბელბეკის რაიონში.

"ყველას ვთხოვ სიმშვიდის შენარჩუნებას და ენდეთ მხოლოდ ოფიციალურ ინფორმაციას", - დაწერა მან.

დრონის ჩამოგდებაზე განაცხადა რუსეთის ბრიანსკის ოლქის გუბერგანტორმაც - ალექსანდრე ბოგომაზმა დაწერა, რომ არავინ დაშავებულა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ჯამში 21 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს ან შეაჩერეს - ყირიმის, ბელგოროდის, ბრიანსკის, კალუგისა და ტულას რეგიონებში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი