ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 35 "შაჰიდის" დრონი გაუშვა, ჩამოაგდეს 15

გამოქვეყნდა:

უკრაინის გენერალურმა შტაბმა სამშაბათს დილით განაცხადა, რომ ღამით რუსეთის არმიამ 35 "შაჰიდის" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა, მათგამ მხოლოდ 15 ჩამოაგდეს. გენერალური შტაბის მოხსენებაში დაკონკრეტებული არაა რა შედეგები მოჰყვა თავდასხმას.

ტელეგრამის არხებმა ღამით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ხარკოვის ოლქის ქალაქ ზმიევში ნავთობის საცავი დაზარალდა.

გარდა ამისა, კრივოი როგის მერმა, ალექსანდრე ვილკულმა დილით დაწერა, რომ ერთი დრონი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტს დაეჯახა, გაჩნდა ხანძარი, მაგრამ მსხვერპლი არ ყოფილა. 

გენერალური შტაბი ამბობს, რომ რუსეთმა 10 სარაკეტო შეტევა განახორციელა S-300 ტიპის რაკეტებით  მირნოგრადის, ლისოვკას, დონეცკის და მუზიკოვკას, ხერსონის რეგიონების სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.

ასევე 114 საჰაერო დარტყმა და 99 დაბომბვა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი