"მთავარის" ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოლოზ სამხარაძე იქნება | მთავრობას დატოვებს ლევან დავითაშვილი

გამოქვეყნდა:

ვინ წავა საქართველოს მთავრობიდან ღარიბაშვილთან ერთად და ვინ შეუერთდება  ირაკლი კობახიძის მინისტრთა კაბინეტს - მთავარმა არხმა რამდენიმე კონკრეტული გვარი გაარკვია. კობახიძის ფორმაციის მინისტრთა კაბინეტში თავდაცვის მინისტრის თანამდებობას  ირაკლი ჩიქოვანი დაიკავებს, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე კი  ნიკოლოზ სამხარაძე დაინიშნება. სწორედ ეს ორი დეპუტატი გაჰყვება კობახიძეს პარლამენტიდან მინისტრთა კაბინეტში. სად წავლენ მოქმედი ილია დარჩიაშვილი და ჯუანშერ ბურჭულაძე ჯერ უცნობია. თუმცა იქნება სხვა ცვლილებებიც, მათ შორის კაბინეტს დატოვებს მოქმედი ვიცე პრემიერი ლევან დავითაშვილი, ხოლო თეა წულუკიანი კულტურიდან იუსტიციაში ბრუნდება. 

კობახიძეს პრემიერის პოსტზე ოფიციალურად 1-ელ თებერვალს, ბიძინა ივანიშვილი წარადგენს. ამის შემდეგ კი პროცესები პარლამენტში გადაინაცვლებს და საკანონმდებლო ორგანოს 2 კვირიანი ვადა ექნება ახალი მინისტრთა კაბინეტის დასამტკიცებლად.

ამ დროისათვის კი ქვეყანას მთავრობა არ ჰყავს. ღარიბაშვილის გუშინდელი გადადგომის შემდეგ, მინისტრთა კაბინეტს უფლებამოსილება შეუწყდა.

იხილეთ ასევე:

რა ხდება პრემიერის გადადგომის შემთხვევაში? | პროცედურები

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი