არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს პარლამენტის საშვი გაუუქმეს

გამოქვეყნდა:

არსებული ინფორმაციით, "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს პარლამენტში შესასვლელი მუდმივი საშვი გაუუქმა.

"მთავარი არხი" ამ ინფორმაციას აზუსტებს. აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილი კი ამ დრომდე არ გამოხმაურებია არც ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას. მან პოსტი გუშინ, 29 იანვარს, დატოვა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი