გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ფინეთის საზღვართან პუტინის კიდევ ერთი საიდუმლო სასახლე აღმოაჩინეს

გამოქვეყნდა:

პუტინის კიდევ ერთი მკაცრად გასაიდუმლოებული რეზიდენცია რუსეთ-ფინეთის საზღვართან იქნა აღმოჩენილი. ამის შესახებ საგამოძიებო გამოცემა „დოსიე ცენტრი“ იუწყება. კომპლექსი ფინეთიდან 30 კილომეტრში, რუსეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე კარელიის რესპუბლიკაში მდებარეობს.  

რეზიდენცია მოიცავს თანამედროვე სტილის სამ სახლს მარჯალაჰტის ყურის სანაპიროზე, ორ ასაფრენ მოედანს ვერტმფრენისთვის, რამდენიმე სადგომს იახტებისთვის, კალმახისა და ძროხების ფერმას. 

გამომძიებელი ჟურნალისტები პუტინს ჩანჩქერის მიტაცებაშიც ადანაშაულებენ, ირკვევა რომ ეროვნულ პარკის ტერიტორიიდან უნიკალური ჩანჩქერი ამოიღეს და ის მდიდრული კომპლექსის პერიმეტრს მიაწერეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი