"კვირიკაშვილი კაცურად წავიდა" - ალეკო ელისაშვილი

გამოქვეყნდა:

ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ გიორგი კვირიკაშვილი პრემიერმინისტრობიდან "კაცურად წავიდა".

ამის შესახებ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა "მთავარი არხის" ეთერში, ეკა კვესიტაძის გადაცემა "ღამის მთავარში" ისაუბრა.

ელისაშვილის აზრით, კვირიკაშვილი იყო ერთადერთი პრემიერმინისტრი, რომელმაც "კარი გაიჯახუნა"

როცა ვაკრიტიკებდი კვირიკაშვილს, დიახ აბსოლიტურად გულწრფელად ვაკრიტიკებდი, მაგრამ როგორც წავიდა პრემიერობიდან კვირიკაშვილი მომეწონა. მიმაჩნია, რომ იყო კაცური საქციელი და ვთვლი რომ ერთადერთი კაცი "ოცნებიდან" ვინც გაბედა და კარი გაიჯახუნა და Facebook-ზე არ დაწერა პოსტი ბახტაძისგან ან ღარიბაშვლისგან განსხვავებით... მომეწონა, კაცურად წავიდა" - ამბობს ელისაშვილი.

ეკა კვესიტაძის შეკითხვაზე პოლიტიკაში დაბრუნების შემთხვევაში, დაუჭერს თუ არა მხარს კვირიკაშვილს, ელისაშვილი პასუხობს, რომ  მხარს დაუჭერს, რადგან "ბიძინა ივანიშვილს გაუბედა ასე წასვლა".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი