შსს საკადრო გადაადგილებებს ადასტურებს | ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ოსაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს და პოლიციის აკადემიაში გადაიყვანეს. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ის პრორექტორის პოზიციაზე გააგრძელებს საქმიანობას. 

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს კი გიორგი მინდიაშვილი უხელმძღვანელებს. ის თანამშრომლებს შს მინისტრის მოადგილემ,  ალექსანდრე დარახველიძემ წარუდგინა. 

"გიორგი მინდიაშვილს უწყებაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა. გიორგი მინდიაშვილი ასევე, წამყვან თანამდებობებზე მუშაობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში," - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ შსს-ში მიმდინარე საკადრო ცვლილებებზე ინფორმაცია გუშინ "მთავარმა არხმა" გაავრცელა. 

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი