ჩვენი მიზანია, მომავალ კვირას დავამტკიცოთ მთავრობის ახალი შემადგენლობა | პაპუაშვილი

გამოქვეყნდა:

ჩვენი მიზანია, მომავალ კვირას დავამტკიცოთ მთავრობის შემადგენლობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მთავრობის დამტკიცების რამდენიმედღიანი პროცედურაა, სამთავრობო პროგრამის განხილვა ჯერ კომიტეტებში ხდება, შემდეგ – პლენარულ სხდომაზე.

„განხილვა რამდენიმე დღეზე გადანაწილდება. ჩვენი მიზანია, მომავალ კვირას დავამტკიცოთ მთავრობის შემადგენლობა. სალომე ზურაბიშვილის გამოსვლაც იქნება, რადგან, რეგლამენტით, საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს არის მისი მიმართვა. ყველა ეს პროცესი მომავალ კვირაში დასრულდება. ჩემს ყოველწლიური ანგარიშს თებერვლის მომავალ სასესიო კვირაში წარვადგენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, მომავალ კვირაში გაიმართება ბიუროს სხდომა, სადაც მთავრობის მოსმენის გრაფიკი დამტკიცდება, შემდეგ რამდენიმე დღე კომიტეტებში იქნება განხილვა, შემდეგ – ოპოზიციასთან და ბოლოს საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა.

ამ დროისათვის ქვეყანას მთავრობა არ ჰყავს. ღარიბაშვილის გუშინდელი გადადგომის შემდეგ, მინისტრთა კაბინეტს უფლებამოსილება შეუწყდა.

პრემიერის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძეს ოფიციალურად 1-ელ თებერვალს, ბიძინა ივანიშვილი წარადგენს. ამის შემდეგ კი პროცესები პარლამენტში გადაინაცვლებს და საკანონმდებლო ორგანოს 2 კვირიანი ვადა ექნება ახალი მინისტრთა კაბინეტის დასამტკიცებლად.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი