რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს

გამოქვეყნდა:

დონეცკის საოლქო პროკურატურის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ქალაქ მირნოგრადზე. თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ასევე ერთი მშვიდობიანი მოქალაქე.

"გამოძიების თანახმად, 2024 წლის 29 იანვარს, დაახლოებით 23:00 საათზე, რუსეთის არმიამ მირნოგრადზე მორიგი სარაკეტო შეტევა განახორციელა. წინასწარი მონაცემებით, ოკუპანტებმა დასახლებულ პუნქტზე თავდასხმისას S-300 ტიპის სარაკეტო სისტემა გამოიყენეს. 38 წლის კაცი, რომელიც სამსახურიდან სახლში ველოსიპედით მიდიოდა, მტრის თავდასხმის შედეგად დაიღუპა. დაშავდა 50 წლის ქალიც. იგი სისხლჩაქცევებით საავადმყოფოში გადაიყვანეს სამკურნალოდ," - წერს პროკურატურა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი