გადამდგარი ღარიბაშვილი ისევ კანცელარიის შენობაშია

გამოქვეყნდა:

თანამდებობიდან გადამდგარი ირაკლი ღარიბაშვილი სავარაუდოდ ისევ სახელმწიფო კანცელარიის შენობაშია. მისი პირადი ავტომობილი ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციის დაცულ პარკინგზე დგას. ესკორტი ინგოროყვას ქუჩაზე დაახლოებით 2 საათის წინ გამოჩნდა. სავარაუდოა, რომ უკვე ყოფილი პრემიერი პირად ნივთებს ალაგებს და თანამშრომლებს ემშვიდობება.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, კანცელარიაში იმყოფება ვიცეპრემიერი და ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომელიც ახალ მთავრობაში ჩვენი ინფორმაციით, აღარ იქნება.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, კობახიძის ფორმაციის მინისტრთა კაბინეტში თავდაცვის მინისტრის თანამდებობას  ირაკლი ჩიქოვანი დაიკავებს, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე კი  ნიკოლოზ სამხარაძე დაინიშნება. ხოლო თეა წულუკიანი კულტურიდან იუსტიციაში ბრუნდება. 

სად წავლენ მოქმედი ილია დარჩიაშვილი და ჯუანშერ ბურჭულაძე ჯერ უცნობია.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი