"რადიკალი ოპოზიციისთვის და არც თქვენი მედიასაშუალების ხელმძღვანელებისთვის მნიშვნელობა არ აქვს პრემიერ ღარიბაშვილის დროს მოხდება პოლიტიკურად მათი ჩაძირვა, თუ პრემიერ კობახიძის დროს. იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ წინასაარჩევნო წუწუნს რადიკალი ოპოზიციისას, რომელიც აუცილებლად გადაიზრდება კვნესაში, 26 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ. აქედან გამომდინარე, რადიკალურ ოპოზიციას წაგებული არჩევნები აქვს ახლა".
თქვა მმართველი გუნდის დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა სამთავრობო ცვლილებებზე საუბრისას.